ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და სტაფილო, 5 წუთი მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ნიორი, ყვითელი ბარდა, სუნელები, მარილი და პილპილი,კარგად ამოურიეთ და 3-4 წუთი კვლავ ასე გააჩერეთ. შემდეგ დაუმატეთ წყალი, შაქარი და წამოადუღეთ, როცა ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს და ადურეთ იქამდე, სანამ ბარდა კარგად არ მოიხარშება. თუ წყალი დაიშრო, ცოტა დაამატეთ.