დღეს გიზიარებთ ფუნთუშების კიდევ ერთ რეცეპტს, რომელიც არის სამარხვო/ვეგანური. მარტივად მზადდება, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ბევრს აღარ ვისაუბრებ და რეცეპტზე გადავალ.

სამარხვო / ვეგანური ფუნთუშები

ინგრედიენტები:

  • 600 ფქვილი
  • 1 ს.კ. მშრალი საფუარი
  • 300 შაქარი (შეგიძლიათ ნაკლებიც გამოიყენოთ თუ ძალიან ტკბილი არ გიყვართ)
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 250 მლ თბილი წყალი

მომზადება: 

  • ცოტა თბილ წყალში გავხსნათ საფუარი დავაფაროთ ჩაის ტილო და დავაცადოთ სანამ ამოფუვდება.
  • ჯამში ჩავცრათ ფქვილი, დავამატოთ ამოფუებული საფუარი, შაქარი, ზეთი, ვანილი და ბოლოს თბილი წყალი. მოვზილოთ რბილი ცომი.
  • ჯამს გადავაფროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას.
  • როცა აფუვდება ჩავზილოთ, კვლად დავაფაროთ ჩაის ტილო და დავაცადოთ სანამ ამოფუვდება. შემდეგ გავაკეთოთ სასურველი ფორმები, მე ნახევარი ცომით დაწნული ფუნთუშები გავაკეთე, ნახევარით ჩვეულებრივი, მრგვალი. ფორმამიცემული ფუნთუშები გავაჩეროთ 20-25 წუთი, ზედ გადავუსვათ ზეთი.
  • ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. გამოვაცხოთ, ზემოდან რომ სასიამოვნოდ დაიბრაწება მზადაა. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ შაქრის პუდრა, ან შაქრის მინანქარი გადაუსვათ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სამარხვო / ვეგანური
თეგები: sweetbuns, vegan
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.