ცოტა თბილ წყალში გავხსნათ საფუარი დავაფაროთ ჩაის ტილო და დავაცადოთ სანამ ამოფუვდება.
ჯამში ჩავცრათ ფქვილი, დავამატოთ ამოფუებული საფუარი, შაქარი, ზეთი, ვანილი და ბოლოს თბილი წყალი. მოვზილოთ რბილი ცომი.
ჯამს გადავაფროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას.
როცა აფუვდება ჩავზილოთ, კვლად დავაფაროთ ჩაის ტილო და დავაცადოთ სანამ ამოფუვდება. შემდეგ გავაკეთოთ სასურველი ფორმები, მე ნახევარი ცომით დაწნული ფუნთუშები გავაკეთე, ნახევარით ჩვეულებრივი, მრგვალი. ფორმამიცემული ფუნთუშები გავაჩეროთ 20-25 წუთი, ზედ გადავუსვათ ზეთი.
ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. გამოვაცხოთ, ზემოდან რომ სასიამოვნოდ დაიბრაწება მზადაა. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ შაქრის პუდრა, ან შაქრის მინანქარი გადაუსვათ.გემრიელად მიირთვით!