იტალიური სამზარეულო რომ ძალიან გემრიელი კერძებით გამოირჩევა, ალბათ ეს უცხო არავისთვისაა. ბრუსკეტა მისი ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის მრავალი ვერსია არსებობს და ერთ-ერთი ვარიანტის ნახვა ბლოგზეც შეგიძლიათ. ის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმედ, ასევე წასახემსებლად და გარდა ამისა, შეგიძლიათ წვეულებებისთვისაც მოამზადოთ. ბრუსკეტას 2 ძალიან დიდი პლუსი აქვს, მომზადების სიმარტივე და სისწრაფე. გემო კი ყველანაირ მოლოდინს სცდება, უგემრიელესია.

ბრუსკეტა სოკოთი
ინგრედიენტები:
- 400 გ ქამა სოკო
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 კბილი ნიორი
- გემოვნებით მარილი & პილპილი
- 8 ნაჭერი პური
მომზადება:
- გასუფთავებული ქამა სოკო, თხლად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, მასში მოთუშეთ თხლად დაჭრილი სოკო 1-2 წუთით.
- დაუმატეთ ბალზამიკოს ძმარი და შაქარი, კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, სანამ შაქარი და ბალზამიკოს ძმარი არ კარამელიზდება. შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. გადმოდგით ცეცხლიდან.
- პურის თხელი ნაჭრები გახუხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 4-5 წთ.
- ცხელ ნაჭრებს წაუსვით ნიორი, რომელიც შუაზე უნდა გაჭრათ და ასე წაუსვათ.
- ბოლოს კი პურის ნაჭრებზე გაანაწილეთ მომზადებული სოკო. გემრიელად მიირთვით!
