გასუფთავებული ქამა სოკო, თხლად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, მასში მოთუშეთ თხლად დაჭრილი სოკო 1-2 წუთით.
დაუმატეთ ბალზამიკოს ძმარი და შაქარი, კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, სანამ შაქარი და ბალზამიკოს ძმარი არ კარამელიზდება. შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. გადმოდგით ცეცხლიდან.
პურის თხელი ნაჭრები გახუხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 4-5 წთ.
ცხელ ნაჭრებს წაუსვით ნიორი, რომელიც შუაზე უნდა გაჭრათ და ასე წაუსვათ.
ბოლოს კი პურის ნაჭრებზე გაანაწილეთ მომზადებული სოკო. გემრიელად მიირთვით!