ეს არის ძალიან გემრიელი, სამარხვო სოკოს „კუჭმაჭი“ სანელებიანი მჭადის კალათებში. ფაქტობრივად ეს პოსტი 2 ახალ რეცეპტს აერთიანებს. მართალია ახლა მარხვა მთავრდება, მაგრამ აღდგომის მარხვისთვის გამოგადგებათ ან თუ სოკო გიყვართ შეგიძლიათ ახლაც მოამზადოთ.

სოკოს "კუჭმაჭი" მჭადის კალათებში

Servings 20

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხის სოკო
  • 250 ნიგოზი დაფქული
  • 1 ჩ.კ. მშრალი ქინძი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. სვანური მარილი
  • გემოვნებით მარილი, შავი და წითელი წიწაკა
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • 1 ბროწეული
  • 3 მიხაკი ნიორი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1-2 ს.კ. წყალი

For mchadi baskets

  • 1 კგ სიმინდის ფქვილი
  • 100-140 სამარხვო კარაქი
  • 250 მლ ცხელი წყალი
  • 2 მწიკვი სოდა
  • 4 ჩ.კ. სვანური მარილი
  • 2 ჩ.კ. ორეგანო
  • ზეთი ფორმებისთვის
  • გემოვნებით მარილი

მომზადება: 

  • ხის სოკო გაარჩიეთ და მოხარშეთ. გაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით წვრილად.
  • ნიგოზი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი (ჩააჭყლიტეთ, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით), მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა ერთად აურიეთ და ამის შემდეგ დაამატეთ სოკოს.
  • მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. მასა უნდა იყოს სველი. ამიტომ თუ საჭიროდ ჩათვლით წყალიც დაუმატეთ.
  • მოაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც და აურიეთ.
  • მჭადის ფქვილში აურიეთ ყველა მშრალი ინდგერიენტი, ჩაახეხეთ მარგარინი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. ბოლოს დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.
  • ტარტალეტკის ფორმებს წაუსვით ზეთი და მჭადის გუნდები გაანაწილეთ. ამოიყვანეთ გვერდებზე. მიეცით თასის ფორმა.
  • გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
  • ბოლოს მჭადის კალათებში გაანაწილეთ სოკოს "კუჭმაჭი". ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მორთოთ მწვანილით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი
სამზარეულო: ქართული
თეგები: georgiancuisine, kuchmachi, mchadi
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.