ჩიზქეიქის წარმოშობა ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ბერძენ ექიმს დაუწერია წიგნი "ჩიზქეიქის მომზადების ხელოვნება". თანამედროვე რეცეპტი პირველად აღმოაჩინეს 1390 წლის ინგლისურ კულინარიულ წიგნში. ჩიზქეიქის მომზადების ორი ვერსია არსებობს - გამომცხვარი შიგთავსით და ცხობის გარეშე. დღეს პირველ ვარიანტს გთავაზობთ.

ხაჭოს ჩიზქეიქი ჟოლოს სოუსით
ინგრედიენტები:
ფხვიერი ფენა
- 210 გ ორცხობილა
- 100 გ კარაქი გამდნარი
შიგთავსი
- 750 გ ხაჭო
- 300 გ იოგურტი/მაწონი ჟოლოს არომატით
- 3 ს.კ. თაფლი
- 3 კვერცხი
- 3 ჩ.კ. ფქვილი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
Raspberry sauce
- 1.5 ჭიქა ჟოლო
- 1.5 ჩ.კ. ფქვილი
- 1 ს.კ. შაქარი
- 80 მლ წყალი
მომზადება:
- ორცხობილები სამზარეულოს კომბაინში დაფქვით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი.
- სოუსი: ფქვილი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, ბოლოს კი ჟოლო. დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ. ადუღეთ 5 წუთი. მომზადებული სოუსი გაწურეთ, რათა წვრილი წიპწები მოშორდეს. სოუსი მზადაა.
- შიგთავსის მოსამზადებლად კომბაინში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, მოასხით სოუსი. ხის წკირით გააკეთეთ წრიული მოძრაობა, რომ ასეთი ეფექტი მიიღოთ.
- აცხვეთ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით. გააციეთ და ისე მიირთვით.გემრიელად მიირთვით!
