Pea & Mint Soup

მომზადების სრული დრო 25 წუთი
Servings 4

ინგრედიენტები:

  • 6 კარტოფილი საშუალო ზომის
  • 350 გრამი მწვანე ბარდა
  • 6 პიტნა ფოთლები
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 3 მიხაკი ნიორი
  • 1.5 ლიტრი წყალი
  • მარილი & პილპილი გემოვნებით

მომზადება: 

  • გაცხელებულ ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 3-4 წუთით, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად ამოურიეთ.
  • 1 წუთში დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი & პილპილი, კარგად ამოურიეთ.
  • დაუმატეთ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
  • როგორც კი კარტოფილი დარბილდება, დაუმატეთ მწვანე ბარდა და პიტნის ფოთლები, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  • ხელის ბლენდერით აქციეთ ერთიან კრემისებურ მასად.
  • ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი & პილპილი.
  • სერვირებისას შეგიძლიათ დაუმატოთ გაწურული მაწონი და პიტნის ფოთლები.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სუპი
თეგები: მარტივი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.