გაცხელებულ ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 3-4 წუთით, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად ამოურიეთ.
1 წუთში დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი & პილპილი, კარგად ამოურიეთ.
დაუმატეთ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
როგორც კი კარტოფილი დარბილდება, დაუმატეთ მწვანე ბარდა და პიტნის ფოთლები, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
ხელის ბლენდერით აქციეთ ერთიან კრემისებურ მასად.
ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი & პილპილი.
სერვირებისას შეგიძლიათ დაუმატოთ გაწურული მაწონი და პიტნის ფოთლები.გემრიელად მიირთვით!