ეგობრებო, რადგან მარხვა დაიწყო ეს პერიოდი ძირითადად სამარხვო რეცეპტებს გამოვაქვეყნებ ბლოგზე. ამ კატეგორიაში რეცეპტების მრავალფეროვნება ახლაცაა, თუმცა სიახლეები მაინც კარგია.
დღევანდელი რეცეპტი მარტივია, მაგრამ განსხვავებული და ძალიან გემრიელი. დროც არ სჭირდება ბევრი. გირჩევთ, რომ სცადოთ.

კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)

მომზადების სრული დრო 1 საათი
Servings 18 კატლეტი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 500 ქამა სოკო
  • 2 ხახვი
  • 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი
  • 1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 1/3 კონა კამა
  • 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ქინძი

მომზადება: 

  • კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ, შემდეგ შეაგრილეთ. გაფრცქვენით, კარგად ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა და ფქვილი. კარგად აურიეთ და “ცომი” მზადაა.
  • სანამ კარტოფილი მოიხარშება, მანამდე მოამზადეთ სოკოს შიგთავსი. ტაფა გააცხელეთ, მოასხით 2 ს.კ. ზეთი და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ რომ კარამელიზდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო. აურიეთ და 2 წუთში მოასხით ბალზამიკოს ძმარი (თუ არ გაქვთ, არაუშავს). სოკო კარგად რომ მოითუშება, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქინძი, ნივრის ფხვნილი და აურიეთ. სოკოს შიგთავსიც მზადაა.
  • კარტოფილის ცომისგან გააკეთეთ ბულთები, 2 ს.კ. ცომი დაგჭირდებათ თითოეული ბურთულისთვის. შემდეგ თითოეული გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე 0,5 სმ. სისქეზე, შუაში ჩაუდეთ 1 სავსე ჩაის კოვზი სოკოს შიგთავსი, ხინკლის მსგავსად მოუკარით პირი, ამოაბრუნეთ და მიეცით ფორმა.
  • შეწვით გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი, სამარხვო/ვეგანური
თეგები: სოკო, კატლეტები, კარტოფილი, ვეგანური
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.