ეს ღვეზელი საახალწლოდ მოვამზადე და იმის შემდეგ იმდენი ხანი გადავდე მისი დადება, რომ დამავიწყდა კიდეც რამდენი ხანი ვაცხობდი, რა რამდენი გამოვიყენე ის მაშინვე ჩავიწერე, თორემ არც ის აღარ მემახსოვრებოდა ახლა და ამ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტი დამეკარგებოდა. საშობაო მარხვის პერიოდში სულ მინდოდა სოკოს რაიმე ღვეზელი, ცოტა წვნიანი, ოდნავ მომჟავო გემო რომ ჰქონოდა. ამ სურვილების მიხედვით ასეთი ღვეზელი მოვიფიქრე და ძალიან მომეწონა. ამიტომ ამდენი ხნის შემდეგ გადავწყვიტე მაინც გაგიზიაროთ, ცხობის დრო, როგორც გითხარით, არ მახსოვს, რის გამოც ბოდიშს გიხდით.

სოკოს ღვეზელი

მომზადების სრული დრო 1 საათი
ულუფა 16

ინგრედიენტები:

  • 250-300 ფენოვანი ცომი
  • 1.5 კგ ხის სოკო
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ხახვი
  • 5 მწვანე ხახვი
  • 3-4 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი 
  • 1 ჩ.კ. ქინძი
  • 1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
  • 6 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადება: 

  • შიგთავსის მოსამზადებლად მოხარშეთ სოკო, შემდეგ კი დაჭერით პატარა ზომებად.
  • წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოთუშეთ (თავდაპირველად დაასხით 3 ს.კ. ზეთი). მოასხით ბალზამიკოს ძმარი და აურიეთ, როცა ოდნავ კარამელიზდება, დაუმატეთ გრძელ, წვრილ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სოკო, აურიეთ და მოთუშეთ.
  • როცა სოკო კარგად მოითუშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, სუნელები, ვაშლის ძმარი და დარჩენილი ზეთი. კარგად აურიეთ და შიგთავსი მზადაა, გადმოდგით ცეცხლიდან.
  • ფენოვანი ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი უნდა იყოს შედარებით დიდი, ეს დიდი ნაწილი იქნება ქვედა ფენა.
  • ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ-ის სისქეზე, გადაიტანეთ ფორმაში, გვერდები ამოუწიეთ და მასში გადაიტანეთ მომზადებული შიგთავსი.
  • ცომის მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და გადააფარეთ ღვეზელს, გვერდები ხელით შეაწებეთ ერთმანეთს. ღვეზელი დანით ზემოდან რამდენიმე ადგილას დასერეთ და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. როცა ზემოდან სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი, სამარხვო/ვეგანური
თეგები: pie
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.