Go Back

კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)

Total Time 1 hour
Servings 18 კატლეტი

Ingredients

  • 1 კგ კარტოფილი
  • 500 ქამა სოკო
  • 2 ხახვი
  • 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი
  • 1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 1/3 კონა კამა
  • 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ქინძი

Instructions 

  • კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ, შემდეგ შეაგრილეთ. გაფრცქვენით, კარგად ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა და ფქვილი. კარგად აურიეთ და “ცომი” მზადაა.
  • სანამ კარტოფილი მოიხარშება, მანამდე მოამზადეთ სოკოს შიგთავსი. ტაფა გააცხელეთ, მოასხით 2 ს.კ. ზეთი და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ რომ კარამელიზდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო. აურიეთ და 2 წუთში მოასხით ბალზამიკოს ძმარი (თუ არ გაქვთ, არაუშავს). სოკო კარგად რომ მოითუშება, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქინძი, ნივრის ფხვნილი და აურიეთ. სოკოს შიგთავსიც მზადაა.
  • კარტოფილის ცომისგან გააკეთეთ ბულთები, 2 ს.კ. ცომი დაგჭირდებათ თითოეული ბურთულისთვის. შემდეგ თითოეული გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე 0,5 სმ. სისქეზე, შუაში ჩაუდეთ 1 სავსე ჩაის კოვზი სოკოს შიგთავსი, ხინკლის მსგავსად მოუკარით პირი, ამოაბრუნეთ და მიეცით ფორმა.
  • შეწვით გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
    გემრიელად მიირთვით!
Course: სადილი, სამარხვო/ვეგანური
Keyword: სოკო, კატლეტები, კარტოფილი, ვეგანური