დღეს გიზიარებთ ძალიან გემრიელი, არომატული, ფერადი და ჯანსაღი კერძის რეცეპტს – ქათამი ბერძნულად.
ქათამი ბერძნულად
ინგრედიენტები:
- 2 ქათმის ფილე
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
- 1 ხახვი
- 150 გ პომიდორი ჩერი
- 1 ლიმონი
- 2 კბილი ნიორი
- 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
- 1 ჩ.კ. ორეგანო
- 2/3 ჭიქა შავი ზეთისხილი
- 30 გ ყველი ფეტა
- გემოვნებით მარილი & პილპილი
მომზადება:
საცხობ ფორმაში მოათავეთ 2 სმ სისქის კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკები, ალყაალყად დაჭრილი ხახვი, ლიმონის ნაჭრები და ჩერი პომიდორი. ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა და ორეგანო. კარგად ამოურიეთ. სოუსის მესამედი მოასხით ბოსტნეულს. მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს სოუსი ბოსტნეულზე. ბოსტნეულზე გადაიტანეთ ქათმის ფილეს ნაჭრები, გადაუსვით დარჩენილი სოუსი. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხეთ 25 წუთი. 25 წუთის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ, დაუმატეთ ზეთისხილები და ფეტა. კვლავ აცხვეთ 5-10 წუთი.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

