საცხობ ფორმაში მოათავეთ 2 სმ სისქის კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკები, ალყაალყად დაჭრილი ხახვი, ლიმონის ნაჭრები და ჩერი პომიდორი.
ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა და ორეგანო. კარგად ამოურიეთ.
სოუსის მესამედი მოასხით ბოსტნეულს. მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს სოუსი ბოსტნეულზე.
ბოსტნეულზე გადაიტანეთ ქათმის ფილეს ნაჭრები, გადაუსვით დარჩენილი სოუსი.
შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხეთ 25 წუთი.
25 წუთის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ, დაუმატეთ ზეთისხილები და ფეტა. კვლავ აცხვეთ 5-10 წუთი.გემრიელად მიირთვით!