ეს მაფინები ერთ-ერთი კონკურსისთვის მოვამზადე, არანაირი რეცეპტით არ მიხელმძღვანილია, რაც სახლში მქონდა ის ინგრედიენტები გამოვიყენე და მინდა გითხრათ, რომ უგემრიელესი გამოვიდა, ნოტიო და ფუმფულა. ჩემი შოკოლადი ცხობისას გადნა, თქვენ თუ ისეთ შოკოლადს გამოიყენებთ, რომელიც ცხობისას არ დნება, უკეთეს შედეგს მიიღებთ.

შოკოლადის მაფინები

ულუფა 17

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 200 შაქარი
  • 180 არაჟანი
  • 130 კარაქი გამდნარი
  • 210 ფქვილი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 150 შოკოლადის ნატეხები
  • მწიკვი მარილი
  • 2 შაქრიანი ვანილი

მომზადება: 

  • კვერცხი და შაქარი მწიკვ მარილთან ათქვიფეთ ერთად, როცა ფუმფულა, მოთეთრო მასას მიიღებთ დაუმატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი და ვანილინი. კვლავ ათქვიფეთ.
  • ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი, აურიეთ და შემდეგ ეს მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ.
  • ბოლოს დაუმატეთ 130 გ. შოკოლადის მარცვლები, კარგად გადაურიეთ და გაანაწილეთ საცხობ ფორმებში, ფორმის 2/3 გაავსეთ ცომით. მე ქაღალდის ფორმები ჩავუფინე და მათში გამოვაცხე, ამიტომ ცხიმი არ წამისვამს, თუ მეტალის საცხობ ფორმაში გამოაცხობთ, მაშინ ცხიმი წაუსვით.
  • ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი შოკოლადის მარცვლები, გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 15-18 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: easy, muffins
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.