კვერცხი და შაქარი მწიკვ მარილთან ათქვიფეთ ერთად, როცა ფუმფულა, მოთეთრო მასას მიიღებთ დაუმატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი და ვანილინი. კვლავ ათქვიფეთ.
ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი, აურიეთ და შემდეგ ეს მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ.
ბოლოს დაუმატეთ 130 გ. შოკოლადის მარცვლები, კარგად გადაურიეთ და გაანაწილეთ საცხობ ფორმებში, ფორმის 2/3 გაავსეთ ცომით. მე ქაღალდის ფორმები ჩავუფინე და მათში გამოვაცხე, ამიტომ ცხიმი არ წამისვამს, თუ მეტალის საცხობ ფორმაში გამოაცხობთ, მაშინ ცხიმი წაუსვით.
ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი შოკოლადის მარცვლები, გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 15-18 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.გემრიელად მიირთვით!