სპაგეტი ბოლონეზე იტალიურ სამზარეულოს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად კი ის ფესვებს იღებს ბოლონიიდან. პირველად მე-18 საუკუნის ბოლოს მოუმზადებიათ. ბოლონეზეს სოუსს ასევე იყენებენ ლაზანიის მოსამადებლად.
სპაგეტი ბოლონეზე უგემრიელესი კერძია, მზადდება დიდხანს, სოუსმა 4 საათი უნდა იდუღოს, თუმცა თქვენი მხრიდან ბევრ ძალისხმევასა და დროს საერთოდ არ მოითხოვს.

სპაგეტი ბოლონეზე

მომზადების სრული დრო 4 საათი 30 წუთი
ულუფა 15

ინგრედიენტები:

  • 500 საქონლის ხორცის ფარში
  • 500 ღორის ხორცის ფარში
  • 3 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 100-150 მლ რძე
  • 180 მლ თეთრი ღვინო
  • 850 პომიდორი
  • 180 მლ საქონლის ბულიონი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, მოშუშეთ ორივე ფარში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  • როცა ხორცი გაყავისფერდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, კარგად აურიეთ და შუშეთ 3 წუთი.
  • შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, აურიეთ და 2 წუთში დაუმატეთ ღვინო, 3 წუთში კი რძე, პომიდვრის პიურე და ბულიონი (თუ ბულიონი არ გაქვთ, წყალი). კარგად აურით და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 4 საათი. პერიოდულად ამოურიეთ.
  • მომზადებულ სოუსს დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი
სამზარეულო: იტალიური
თეგები: სპაგეტი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.