ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, მოშუშეთ ორივე ფარში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
როცა ხორცი გაყავისფერდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, კარგად აურიეთ და შუშეთ 3 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, აურიეთ და 2 წუთში დაუმატეთ ღვინო, 3 წუთში კი რძე, პომიდვრის პიურე და ბულიონი (თუ ბულიონი არ გაქვთ, წყალი). კარგად აურით და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 4 საათი. პერიოდულად ამოურიეთ.
მომზადებულ სოუსს დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი.გემრიელად მიირთვით!