დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პურის რეცეპტი, ეს გახლავთ ბერძნული პური – პიტა.
განსაკუთრებით უხდება ჰუმუსს, ძაძიკის სოუსს და მსგავს სოუსებსა და დიფებს. მასში გახვეული გირო კი უბრალოდ არაჩვეულებრივია.
ბერძნული პური - პიტა
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა წყალი
- 2 ჩ.კ. საფუარი
- 1/2 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება:
საფუვრის გააქტიურება:
- პიტას მოსამზადებლად, თბილ წყალს, რომელიც ხელს ოდნავ წვავს, დაუმატეთ საფუარი, შაქარი და ჩააცერით ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და ხელის სათქვეფით მოურიეთ. დადგით თბილ ადგილზე ასაფუებლად 15 წუთით.
ცომის მომზადება:
- როცა აფუვდება დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი, გადაიტანეთ ზეთწასმულ ჭურჭელში, ცომს თავზე ცოტა ზეთი გადაუსვით, რათა ზედაპირი არ გამოშრეს. ჭურჭელს გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათი.
ფორმის მიცემა და დასვენება:
- აფუების შემდეგ ცომი გაყავით 8 ტოლ ნაწილად, მიეცით გუნდების ფორმა, გადააფარეთ ჩაის ტილო და დაასვენეთ 10-15 წთ. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 4-5 მმ სისქეზე.
გამოცხობა:
- გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან, როცა ოდნავ შეწითლდება თითოეული მხარე, მზადაა. დასჭირდება დაახლოებით 3-4 წთ. 30 წამიანი ინტერვალებით გადააბრუნეთ. პიტა მზადაა სერვირებისთვის.Καλή όρεξη! გემრიელად მიირთვით!
Comments are closed.