დღეს ძალიან მინდოდა რამე დესერტის მომზადება, გადავქექე ჟურნალები, მაგრამ ვერაფერი ავარჩიე… გადავწყვიტე მე თვითონ მოეფიქრებინა რამე. ყველაფერი მოვიმარაგე, რაც კი შეიძლებოდა კექსში გამომეყენებინა და შევუდექი საქმეს.. რამდენჯერ გამიკეთებია ასე, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მოგვეწონა მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც. ვფიქრობ, “საიდუმლო ინგრედიენტი” ნაღები აღმოჩნდა. ახლა კი რეცეპტზე გადავალ..

ფუმფულა და არომატული კექსი

ულუფა 20

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 1.5 ჭიქა შაქარი
  • 250 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 250 მლ მაწონი/იოგურტი
  • 130 მლ მცენარეული ზეთი
  • 1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 3 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
  • ფქვილი

მომზადება: 

  • კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ, სანამ მასა არ გაორმაგდება ვთქვიფოთ. დავამატოთ ნაღები, მაწონი (მასში გავხსნათ სოდა) და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ ჩავასხათ ზეთი. ავურიოთ, როცა კარგად შეერევა დავამატოთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა.
  • დავამატოთ ფქვილი, იმდენი, რომ მივიღოთ დასასხმელი ცომი. ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: ნამცხვარი, მარტივი ნამცხვარი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.