კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ, სანამ მასა არ გაორმაგდება ვთქვიფოთ. დავამატოთ ნაღები, მაწონი (მასში გავხსნათ სოდა) და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ ჩავასხათ ზეთი. ავურიოთ, როცა კარგად შეერევა დავამატოთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა.
დავამატოთ ფქვილი, იმდენი, რომ მივიღოთ დასასხმელი ცომი. ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი.გემრიელად მიირთვით!