არის რეცეპტები, რომლებიც გაგაოცებს თავისი გენიალური სიმარტივითა და გამორჩეული გემოთი. სწორედ ასეთია ეს კატლეტები. სჭირდება რამდენიმე ინგრედიენტი და სულ რამდენიმე წუთი საოცარი გემოს შესაქმნელად. მთავარი ინგრედიენტი სიმინდია და მისი ხარისხი და გემო, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია, ამიტომ არჩევანი კვლავაც ჩემს საყვარელ ფრანგულ ბრენდზე, ბონდუელზე შევაჩერე. ბონდუელი არის ექსპერტი ბოსტნეულის მოყვანისა და გადამუშავების სფეროში.?? მათ მიერ წარმოებული ბოსტნეული მინდვრიდან ქილამდე გადის სულ რაღაც 4 საათს ??ბონდუელის პროდუქტების გამოყენებით შესაძლებელია გემრიელი, სასარგებლო და მრავალფეროვანი კერძების სწრაფად მომზადება.?????

სიმინდის კატლეტები – უმარტივესი და უგემრიელესია
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა სიმინდის მარცვლები
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩ.კ. პაპრიკა
- 1/4 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1/4 ჩ.კ. შავი პილპილი
- 1/3 კონა ქინძი
- 2 მთლიანი კვერცხი
- 80 მლ რძე
- 40 გ ყველი გაუდა
- 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მწვანე ხახვი და არაჟანი (სერვირებისთვის)
მომზადება:
- დიდ თასში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, პაპრიკა, მარილი და პილპილი.
- დაუმატეთ სიმინდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ქინძი, ათქვეფილი კვერცხი, რძე და გახეხილი ყველი. კარგად ამოურიეთ, უნდა მიიღოთ ერთიანი მასა.
- ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე შეწვით კატლეტები, თითოეული კატლეტისთვის გამოიყენეთ 4 სუფრის კოვზი მომზადებული მასა. თითოეულ მხარეს დასჭირდება 3-4 წუთი. ამობრუნებისას დაპრესეთ კატლეტები.
- კატლეტები მზადაა როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს.მიირთვით არაჟანთან და მწვანე ხახვთან ერთად.გემრიელად მიირთვით!
