დიდ თასში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, პაპრიკა, მარილი და პილპილი.
დაუმატეთ სიმინდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ქინძი, ათქვეფილი კვერცხი, რძე და გახეხილი ყველი. კარგად ამოურიეთ, უნდა მიიღოთ ერთიანი მასა.
ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე შეწვით კატლეტები, თითოეული კატლეტისთვის გამოიყენეთ 4 სუფრის კოვზი მომზადებული მასა. თითოეულ მხარეს დასჭირდება 3-4 წუთი. ამობრუნებისას დაპრესეთ კატლეტები.
კატლეტები მზადაა როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს.მიირთვით არაჟანთან და მწვანე ხახვთან ერთად.გემრიელად მიირთვით!