ჰუმუსის სამშობლო შუა აღმოსავლეთია, თუმცა პოპულარობით მთელს მსოფლიოში სარგებლობს. მისი მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, ემატება ათასგვარი ინგრედიენტი, თუმცა მუხუდო, ტაჰინის პასტა, ნიორი და ლიმონის წვენი მისი აუცილებელი კომპონენტებია. დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ჰუმუსის კლასიკური ვარიანტი, რისთვისაც მხოლო რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. ჰუმუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩებში, მიირთვათ პიტასთან ან ბოსტნეულის ნაჭრებთან ერთად.

ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა მუხუდო (მოხარშული ან დაკონსერვებული)
- 1/3 ჭიქა ტაჰინი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ლიმონის წვენი
- გემოვნებით მარილი
- 3-4 ცალი ყინულის კუბი
- ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი (სერვირებისთვის)
მომზადება:
- ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ მუხუდო და წვრილადდაჭრილი ნიორი, დააბლენდერეთ რამდენიმე წთ.
- შემდეგ დაუმატეთ ყინული, ტაჰინის პასტა, ლიმონის წვენი და მარილი, ჩართეთ ბლენდერი. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ მზადაა.
- თუ გსურთ რომ თქვენი ჰუმუსი ცოტა უფრო თხელი იყოს, შეგიძლიათ დაუმატოთ ცხელი წყალი და რამდენიმე წუთით კვლავ დააბლენდეროთ.
- სევირებისას მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ რამდენიმე მუხუდო და მოაწყვეთ ზეთისხილი (სურვილისამებრ).გემრიელად მიირთვით!
რჩევები
თუ გამოიყენებთ დაკონსერვებულს მუხუდოს, აუცილებლად გაავლეთ წყალი.