Go Back

ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი

Total Time 10 minutes

Ingredients

  • 3 ჭიქა მუხუდო (მოხარშული ან დაკონსერვებული)
  • 1/3 ჭიქა ტაჰინი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ლიმონის წვენი
  • გემოვნებით მარილი
  • 3-4 ცალი ყინულის კუბი
  • ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი (სერვირებისთვის)

Instructions 

  • ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ მუხუდო და წვრილადდაჭრილი ნიორი, დააბლენდერეთ რამდენიმე წთ.
  • შემდეგ დაუმატეთ ყინული, ტაჰინის პასტა, ლიმონის წვენი და მარილი, ჩართეთ ბლენდერი. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ მზადაა.
  • თუ გსურთ რომ თქვენი ჰუმუსი ცოტა უფრო თხელი იყოს, შეგიძლიათ დაუმატოთ ცხელი წყალი და რამდენიმე წუთით კვლავ დააბლენდეროთ.
  • სევირებისას მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ რამდენიმე მუხუდო და მოაწყვეთ ზეთისხილი (სურვილისამებრ).
    გემრიელად მიირთვით!

რჩევები

თუ გამოიყენებთ დაკონსერვებულს მუხუდოს, აუცილებლად გაავლეთ წყალი.
Course: აპეტაიზერი