დღეს უგემრიელესი სუპის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ისეთია, ვინც კი გასინჯავს, მაშინვე რეცეპტს რომ გთხოვთ. მინესტრონე გახლავთ იტალიური სქელი სუპი, რომელიც სხვადასხვა სეზონური ბოსტნეულისგან მზადდება და ემატება მაკარონი, ბრინჯი ან ორივე ერთად. დღევანდელ ვარიანტს მხოლოდ მაკარონი აქვს დამატებული და ნამდვილად უგემრიელესია, თან საკმაოდ ჯანსაღია. მოკლედ გირჩევთ, რომ მოამზადოთ.

მინესტრონე (ვეგანური/სამარხვო ვერსია)
ინგრედიენტები:
- 2 სტაფილო
- 1 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 100 გ ისპანახი
- 1 ყაბაყი
- 1/2-2/3 ჭიქა პასტა
- 5 ჭიქა წყალი
- 400 გ კანგაცლილი პომიდორი
- 1.5 ს.კ. ტომატპასტა
- 1/2 კონა ოხრახუში
- გემოვნებით მარილი & პილპილი
- 2-3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 2/3 ჭიქა ლობიო
- 1/2 ს.კ. ბაზილიკი
- 1/2 ჩ.კ. ორეგანო
მომზადება:
- ხახვი და ნიორი წვრილად, ყაბაყი მოზრდილ კუბიკებად, სტაფილო კი რგოლებად დაჭერით.
- ქვაბი გააცხელეთ, ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და შუშეთ 8-10 წუთი.
- შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული კანგაცლილი პომიდორი, ტომატპასტა, მოხარშული ლობიო, წყალი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ და აადუღეთ. როცა ადუღდება, გაზს დაუწიეთ და ადუღეთ 10-15 წუთი.
- შემდეგ დაუმატეთ მაკარონი და როცა მაკარონი მოიხარშება, დაჭრილი ისპანახი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ნახევარი წუთით წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
ლობიო, გირჩევთ, წინასწარ მთელი ღამით დაალბოთ, რათა მალე მოიხარშოს. მოხარშეთ ჩვეულებრივ, ადუღების შემდეგ პირველი პირი წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ ისე, რომ ფორმა შეინარჩუნოს, ანუ ძალიან ნუ გადახარშავთ, რადგან შემდეგ სუპშიც უნდა იდუღოს.