შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული კანგაცლილი პომიდორი, ტომატპასტა, მოხარშული ლობიო, წყალი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ და აადუღეთ. როცა ადუღდება, გაზს დაუწიეთ და ადუღეთ 10-15 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ მაკარონი და როცა მაკარონი მოიხარშება, დაჭრილი ისპანახი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ნახევარი წუთით წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
ლობიო, გირჩევთ, წინასწარ მთელი ღამით დაალბოთ, რათა მალე მოიხარშოს. მოხარშეთ ჩვეულებრივ, ადუღების შემდეგ პირველი პირი წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ ისე, რომ ფორმა შეინარჩუნოს, ანუ ძალიან ნუ გადახარშავთ, რადგან შემდეგ სუპშიც უნდა იდუღოს.