ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კერძი ზაფხულში.
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ნამცხვარია. გამოდის ძალიან არომატული და გემრიელი. მშვენიერი არჩევანია ფინჯან ყავასთან/ჩაისთან ერთად.
ჯანსაღი, მსუბუქი, მარტივად მოსამზადებელი და ძალიან, ძალიან გემრიელი. ყველა პლუსი ერთ კერძშია თავმოყრილი.
კექსი არის ნოტიო, ნაზი და ფაფუკი ტექსტურით, რაც ზეთის დამსახურებაა.
ულ მინდოდა სოკოს რაიმე ღვეზელი, ცოტა წვნიანი, ოდნავ მომჟავო გემო რომ ჰქონოდა. ამ სურვილების მიხედვით ასეთი ღვეზელი მოვიფიქრე და ძალიან მომეწონა.
მინესტრონე გახლავთ იტალიური სქელი სუპი, რომელიც სხვადასხვა სეზონური ბოსტნეულისგან მზადდება და ემატება მაკარონი, ბრინჯი ან ორივე ერთად.
ხვეულები ან ფუნთუშები, რაც გინდათ ის უწოდეთ, ძალიან არომატული და გემრიელია. კარგია საუზმისთვის ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად. თუმცა დესერტადაც შეგიძლიათ მიირთვათ. მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარია ცომი არ გაგიცივდეთ, რომ გაფუვდეს.
ალბათ რამდენჯერ ყოფილა, რომ რამე ტკბილი და გემრიელი მოგდომებიათ. სახლში არაფერი ყოფილა, არც იმდენი ინგრედიენტი გქონიათ რომ რამე გაგეკეთებინათ. ანდაც დაგზარებიათ. ეს პეჩენია უგემრიელესია, რბილი და არომატული, სჭირდება ისეთი მასალა, რომელიც სახლში ყოველთვის მოგვეპოვება და მომზადებასაც მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება.
ეს არის ძალიან გემრიელი, სამარხვო სოკოს „კუჭმაჭი“ სანელებიანი მჭადის კალათებში. ფაქტობრივად ეს პოსტი 2 ახალ რეცეპტს აერთიანებს. მართალია ახლა მარხვა მთავრდება, მაგრამ აღდგომის მარხვისთვის გამოგადგებათ ან თუ სოკო გიყვართ შეგიძლიათ ახლაც მოამზადოთ.
ამ ვარიაციით მომზადებულ ტოლმას უფრო მკვეთრად აქვს შენარჩუნებული არომატები და გემოები, ჩემთვის ეს ვარიანტი უფრო მოსაწონია.
დღეს სამარხვო/ვეგანური ორცხობილების კიდევ ერთ რეცეპტს გთავაზობთ. ძალიან მარტივია და სწრაფად მოსამზადებელი. რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება და საბოლოოდ ძალიან გემრიელ და არომატულ ორცხობილებს მიიღებთ :)










