ჭარხლის გამოცხობა რომ დავიწყე, იდეაში სულ სხვა სალათს ვაკეთებდი, თუმცა რამდენიმე ინგრედიენტის წინასწარ მომზადება დამავიწყდა და ამიტომ გადავწყვიტე სხვა რამ გამეკეთებინა. გამომდინარე იქიდან, რომ გამომხვარ ჭარხალს სასიამოვნოდ მოტკბო გემო აქვს, გადავწყვიტე ეს სალათი მოტკბო-მომჟავო გემოებისკენ წამეყვანა და ასეც მოვიქეცი. შედეგად მივიღე ძალიან გემრიელი, არომატული და განსხვავებული სალათი. ფერებიც და გემოც ისეთი აქვს საახალწლო სუფრას რომ ძალიან მოუხდება, თანაც სამარხვოა და, თუ მარხულობთ, არაჩვეულებრივი ვარიანტია სამარხვო მენიუს გასახალისებლად და გასამრავალფეროვნებლად.
გამომცხვარი ჭარხლის სალათი ვაშლითა და ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 3 ცალი ჭარხალი
- 1 big apple
- 1/4 ჭიქა მოხალული ნიგოზი
- 100 გ arugula
სოუსისთვის
- 1 ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1.5 ს.კ. ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- კარგად გარეცხილი ჭარხალი, შეახვით ალუმინის ფურცელში (ე.წ. “ფოლგაში”), დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 1 საათი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ რბილად ჩავა ჭარხალში, მზადაა.
- გამომცხვარ ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით 1 სმ სისქის კუბებად. ასევე დაჭერით გათლილი ვაშლი (შეარჩიეთ მომჟავო, “მყარი” ვაშლი).
- გარეცხილი და სითხისგან დაწრეტილი რუკოლა ხელით დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, მოათავსეთ ჯამში და მას მოაყარეთ დაჭრილი ჭარხალი და ვაშლი, მოაყარეთ ნიგოზიც.
- სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და სალათს სერვირების წინ მოასხით.გემრიელად მიირთვით!
