კარგად გარეცხილი ჭარხალი, შეახვით ალუმინის ფურცელში (ე.წ. “ფოლგაში”), დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 1 საათი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ რბილად ჩავა ჭარხალში, მზადაა.
გამომცხვარ ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით 1 სმ სისქის კუბებად. ასევე დაჭერით გათლილი ვაშლი (შეარჩიეთ მომჟავო, “მყარი” ვაშლი).
გარეცხილი და სითხისგან დაწრეტილი რუკოლა ხელით დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, მოათავსეთ ჯამში და მას მოაყარეთ დაჭრილი ჭარხალი და ვაშლი, მოაყარეთ ნიგოზიც.
სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და სალათს სერვირების წინ მოასხით.გემრიელად მიირთვით!