ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. დიდი ხანია არ გამიკეთებია და დღეს სიამოვნებით მოვამზადე. ალბათ დამეთანხმებით, რომ უგემრიელესია <3 მომზადებაც რა მარტივი აქვს, თუ გიყვართ აუცილებლად მოამზადეთ, გაინებივრეთ თავი გემრიელი დესერტით. გამოცდილ რეცეპტს კი მე გთავაზობთ.

ტარტალეტკები

ინგრედიენტები:

ფხვიერი ფენა:

  • 280-300 ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. კაკაო
  • მწიკვი მარილი
  • 150 კარაქი
  • 3 კვერცხის გული

ბეზე:

  • 3 კვერცხის ცილა
  • 120-150 შაქარი
  • 2 შაქრიანი ვანილი

მომზადება: 

  • მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, კაკაო, მარილი და შაქარი შეურიეთ. დაამატეთ კუბებად დაჭრილი, დარბილებული მარგარინი (კარაქი) და ხელით კარგად ასრისეთ.
  • შემდეგ დაამატეთ 3 კვერცხის გული. გააკეთეთ ცომი. თუ კარგად არ შეიკრა 1-2 ს.კ წყალი დაამატეთ.
  • გააკეთეთ პატარა გუნდები და გაანაწილეთ ტარტალეტკების ფორმებში, ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ფორმებს ზეთიანი ბამბა წაუსვით.
  • გამოაცხეთ 170-180 გრადუსზე.
  • კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, როცა ღრუმბლისმაგვარ მასას მიიღებთ შაქარი 3 ნაწილად დაამატეთ. კარგად რომ გაიხსნება შაქრიანი ვანილი შეათქვიფეთ.
  • გამომცხვარი ტარტალეტკები გააგრილეთ, გულში სასურველი ჯემი ჩაუდეთ (1 ჩ.კ.) და ბეზეს კრემით მორთეთ. მოაყარეთ შაქრის ფერადი კანფეტები.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.