ხვეულები ან ფუნთუშები, რაც გინდათ ის უწოდეთ, ძალიან არომატული და გემრიელია. კარგია საუზმისთვის ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად. თუმცა დესერტადაც შეგიძლიათ მიირთვათ. მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარია ცომი არ გაგიცივდეთ, რომ გაფუვდეს.

მაყვლისა და ჟოლოს ტკბილი ხვეულები

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი 250 მლ
  • 60 მარგარინი ან სამარხვო კარაქი
  • 1/4 ჭიქა შაქარი 50 გ
  • 3 ჭიქა ფქვილი 360 გ
  • 2 1/4 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ს.კ. ცივი წყალი

შიგთავსი:

  • 50 ჟოლო
  • 50 მაყვალი
  • 5 ს.კ. შაქარი 120 გ

მომზადება: 

  • წყალი, სამარხვო კარაქი/მარგარინი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. როცა კარაქი და შაქარი გადნება და წყალი გათბება, ისე რომ ხელს ოდნავ წვავდეს, გადმოდგით ცეცხლიდან.
  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი, მარილი და საფუარი ცალკე თასში აურიეთ, შემდეგ სითხე დაასხით, დაამატეთ 2 ს.კ. წყალით და მოზილეთ ცომი, შემდეგ დარჩენილი ფქვილიც დაამატეთ. შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დაგჭირდეთ, დაახლოები ნახევარი ჩაის ჭიქა. ცომს დააფარეთ ჩაის ტილო და 1 საათი დადგით ასაფუებლად.
  • ჟოლო და მაყვალი შაქართან ერთად დააბლენდერეთ.
  • გაფუებული ცომი გააბრტყელეთ დაახლოები 1 სანტიმეტრ სისქეზე, გაანაწილეთ კენკრის შიგთავსი, გადაახვიეთ და 3-4 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ხვეულები გაანაწილეთ ისე, რომ მათ შორის 2-3 სანტიმეტრი დაშორება იყოს.
  • გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. სჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Dessert, vegan
თეგები: blackberry, dessert, raspberry, sweetrolls
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.