ზაფხულში ბოსტნეულის სალათებს არაფერი შეედრება, ამიტომ მინდა განსხვავებული ვარიანტი შემოგთავაზოთ. მზადდება მარტივად და სწრაფად, არის უგემრიელესი, არომატული, მსუბუქი და ნოყიერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ გარნირად ხორცის კერძთან.
კუსკუსის სალათი
ინგრედიენტები:
კუსკუსისთვის
- 1 ჭიქა კუსკუსი
- 1 ჭიქა წყალი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ბოსტნეული
- 100 გ პომიდორი ჩერი
- 1 კიტრი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1/2 წითელი ხახვი
- 100 გ შავი ზეთისხილი (უკურკო)
- 3-4 ღერი ოხრახუში
- 10 leaves of პიტნა
- 3 ღერი რეჰანი
სოუსისთვის
- 3 ს.კ. ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1-2 ჩ.კ. ორეგანო
- გემოვნებით მარილი & პილპილი
მომზადება:
- კუსკუსის მოსამზადებლად წყალი მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად აადუღეთ, ჩაყარეთ მასში კუსკუსი, კარგად მოურიეთ, გამორთეთ ცეცხლი. დააფარეთ ქვაბს თავსახური და ასე გააჩერეთ 5 წთ. ამ პერიოდში კუსკუსი მთელს სითხეს შეიწოვს. ჩანგლის დახმარებით ააფუმფულეთ კუსკუსი და ასე გააციეთ.
- ბოსტნეული და ზეთისხილი მცირე ზომის ნაჭრებად, მწვანილი კი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ გაციებულ, აფუმფულებულ კუსკუსს.
- სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, აქციეთ ერთიან მასად და მოასხით სალათს, კარგად აურიეთ.
- სალათი სერვირებამდე რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ, რათა გემოები კარგად შეერიოს ერთმანეთს.გემრიელად მიირთვით!
