ბლოგის facebook-ის გვერდზე თხოვნა იყო დამედო რამე სასმელი და კიდევ ერთი თხოვნა იყო დამედო დიეტური კერძები და ზოგადად სწორ კვებასთან დაკავშირებული რეცეპტები. მილქშეიკი პირველ თხოვნას რათქმაუნდა აკმაყოფილებს და ასევე მეორესაც, ძალიან სასარგებლოა, დაბალკალორიული და ამ ორ სიკეთესთან ერთად 1 წუთში მზადდება.

ჟოლოს მილქშეიკი

მომზადების სრული დრო 5 წუთი
Servings 2

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა ჟოლო
  • 2 ჩ.კ. შაქარი ან გემოვნებით

მომზადება: 

  • სამივე ინგრედიენტი ბლენდერჩი მოათავსეთ და 1 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ მაღალ სიჩქარეზე.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სასმელები
თეგები: milkshake
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.