დღეს ბევრისთვის საყვარელი ხაჭოს ბლინები უნდა გაგიზიაროთ. რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობით არ გამოდის საკმაოდ ტკბილი, ამიტომ თუ ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ მეტი შაქარი დაუმატოთ ან რაიმე მურაბასთან ერთად მიირთვათ. ასეც ძალიან გემრიელია და განსაკუთრებით კარგია ცხელ ჩაისთან ერთად.

ხაჭოს ბლინები (სირნიკები)

მომზადების სრული დრო 30 წუთი
Servings 25 ცალი

ინგრედიენტები:

  • 500 ხაჭო
  • 4 ჩ.კ. შაქარი ან გემოვნებით
  • 3 ჩ.კ. არაჟანი
  • 1 მთლიანი კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 1-2 ს.კ. ქიშმიში
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება: 

  • ხაჭო მოათავსეთ თასში და ჩანგლით ან ხელის სათქვეფით ცოტა გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და კვერცხის გული და აქციეთ ერთიან მასად. შემდეგ დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვანილინი, 2 ს.კ. ფქვილი და კარგად აურიეთ, ბოლოს კი დაუმატეთ არაჟანი და ქიშმიში.
  • ნახევარ ჩაის ჭიქა ფქვილს ვიყენებთ მიღებული ცომის ამოსავლებად, ანუ თქვენ თეფშზე ან ჯამში უნდა ჩაყაროთ ფქვილი და მიღებული ხაჭოს ცომის პატარა ბურთულები მასში ამოავლოთ. ფქვილში ამოვლებულ ცომს უკვე შეგიძლიათ მისცეთ ფორმა.
  • Heat the pan, pour oil and fry the cottage cheese pancakes on both sides, they should get a nice golden color.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Breakfast, Dessert
სამზარეულო: Ukrainian
თეგები: cottagecheese, pancake, syrniki
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.