თუ ცოტა დრო გაქვთ, მაგრამ გემრიელი ნამცხვრის მომზადება გსურთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ამ რულეტისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი, შედეგი კი ნამდვილად მოგხიბლავთ. ჯემი შეგიაძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით.
მარტივი რულეტი ჯემით
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 3 ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ცივი წყალი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 5 ს.კ. ფქვილი
- ჯემი
- შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილას დაამატეთ წყალი და ათქვიფეთ, ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გულები და თაფლი. კარგად ათქვიფეთ. ბოლოს ჩააცერით ფვილი და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად შეურიეთ. ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტაოდენი ცხიმი და გაანაწილეთ ცომი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. დასჭირდება დაახლოებით 8 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ სველ ჩაის ტილოზე, მოაცალეთ ქაღალდი, გადაუსვით ჯემი და ტილოს დახმარებით ფრთხილად გადაახვიეთ. ბოლოს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.
