ამ ტრუფელების მოსამზადებლად მხოლოდ 5 ინგრედიენტი და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, გემო კი ძალიან მოგეწონებათ.
ვეგანური/სამარხვო ტრუფელები
ინგრედიენტები:
- 200 გ ნიგოზი ან თხილი დაფქული
- 100 გრამი შაქარი
- 50 გრამი კაკაო
- 2-3 ს.კ. ფორთოხლის წვენი
- 1-2 ს.კ. ლიქიორი
მომზადება:
- ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. უნდა მიიღოთ ისეთი სისქის მასა, რომ დამრგვალება შეგეძლოთ. თუ მშრალია ცოტა წვენი დაამატეთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები და ქოქოსის ფანტელში ან მოსართავებში ამოავლეთ. დაალაგეთ თეფშზე და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.გემრიელად მიირთვით!