ალბათ რამდენჯერ მოგდომებიათ რამე გემრიელი ნამცხვარი, მაგრამ დრო არ გქონიათ მოსამზადებლად ან დაგზარებიათ. ასეთი სიტუაციისთვის ნამდვილად შესაფერისია ეს უმარტივესი და უგემრიელესი ნამცხვარი “მაგ ქეიქი”. მის მოსამზადებლად სულ რაღაც 5 წუთი დაგჭირდებათ.

მაგ ქეიქი

მომზადების სრული დრო 5 წუთი
ულუფა 1

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. რძე
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი შაქრიანი ვანილი

მომზადება: 

  • ფქვილი, შაქარი და კაკაო ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და აურიეთ.
  • დაამატეთ კვერცხი, რძე/წყალი და ათქვიფეთ კოვზის საშუალებით. შემდეგ დაამატეთ ზეთი და ვანილი, აურიეთ. გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში ან საცხობ ღუმელში, როცა ამოფუვდება და თავზე პირს შეიკრავს, მზადაა. მიკროტალღურში საკმაოდ მალე მზადდება.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: chocolatecake, mugcake
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.