როგორც ბლოგის facebook-ის გვერდზე გითხარით, ასეთი ნამცხვარი აქამდე არც გამესინჯა და არც გამეგო მისი არსებობის შესახებ. რძე მქონდა და მინდოდა რამე გამეკეთებინა, აუცილებელი ინგრედიენტი უნდა ყოფილიყო. ? ინტერნეტში უცხოურ კულინარიულ საიტებს ხშირად ვსტუმრობ და ესეც სწორედ იქ აღმოვაჩინე ? როგორც გავიგე საკმაოდ ძველი რეცეპტია. არ გადავდე მომზადება და რამდენიმე საათში დავიწყე. დრო არ სჭირდება ბევრი მაქსიმუმ 1 საათში უკვე გამომცხვარი გედებათ თეფშზე ? რეცეპტის ბოლოს კალორიებზეც მოგახსენებთ, თუ რამდენს შეიცავს ერთი ნაჭერი. უკვე ზაფხულია და წონას გაფრთხილება სჭირდება ?

ცხელი რძის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
- 2 1/4 ჭიქა ფქვილი
- 2 1/4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი (ან 1 ჩ.კ. სოდა)
- 1 1/4 ჭიქა რძე
- 140 გ კარაქი
მომზადება:
- კვერცხი 5 წუთი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ შაქარი და კვლავ კარგად ავთქვიფოთ, მასა ძალიან ღია ყვითელი, თითქმის თეთრი უნდა გახდეს. დავამატოთ ვანილი და ამოვურიოთ კარგად.
- შემდეგ ჩააცერით ერთად არეული ფქვილი და გამაფხვიერებელი (ან სოდა) და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე შეურით.
- რძე გააცხელეთ და შიგ გაადნეთ კარაქი. შემდეგ დაუმატეთ ცომს და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ. მიიღებთ დასასხმელ ცომზე ოდნავ თხელს მასას.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომი მოათავსეთ. აცხვეთ დაახლოებით 30 წუთი. გემრიელად მიირთვით!
