მეგობრებო, დღეს კიდევ ერთ ახალ ვიდეო რეცეპტს გიზიარებთ. ენერგიის ბურთულები არის ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელი, შედგება მხოლოდ სასარგებლო ინგრედიენტებისგან, მას სიტკბოს მხოლოდ ფინიკი აძლევს და დამატებით შაქარს არ შეიცავს. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს რეცეპტი, სცდით და გამიზიარებთ თქვენს შედეგებს.
ენერგიის ბურთულები
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა შვრია
- 2 ს.კ. მიწისთხილის კარაქი
- 1/2 ჭიქა ფინიკი (უკურკო)
- 1/3 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
- 1 ს.კ. კაკაო
მომზადება:
- ფინიკი 15 წუთით ცხელ წყალში დაალბეთ, შემდეგ კი წყალი გადაუწურეთ.
- კომბაინში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და აქციეთ ერთიან მასად.
- მიიღებთ ფხვიერ, წებოვან მასას. გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები.გემრიელად მიირთვით!
