
ვაშლის მარტივი ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 200 გ შაქარი
- 300 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
- 80 მლ რძე
- 2 ჩ.კ. ფორთოხლის ესენცია
- 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
- 200 გ ფქვილი
- 1.5 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩ.კ. მიხაკი დაფქული
- მწიკვი მარილი
- 3 ვაშლი
მომზადება:
- კვერცხი მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ, მასა კარგად რომ გაფუვდება და მოთეთრო გახდება შეათქვიფეთ ნაღები და ფორთოხლის ესენცია.
- ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, სოდა, გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დარიჩინი და მიხაკი, კარგად აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ კვერცხის მასას, ხელის სათქვეფით შეათქვიფეთ.
- მიღებულ ცომს დაუმატეთ რძე.
- ვაშლი გათალეთ, დაჭერით ნახევარი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად. ცომის ნახევარი ჩაასხით ცხიმ წასმულ ფორმაში (ფორმა 33×22 სმ). მასზე გაანაწილეთ ვაშლის ნახევარი, ვაშლს გემოვნებით დარიჩინი და შაქარი მოაყარეთ, დაასხით ცომის მეორე ნახევარი და მასზე დარჩენილი ვაშლი დაალაგეთ. კვლავ მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი.
- შედგით 180-190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.გემრიელად მიირთვით!
