მარტივი, გამაგრილებელი და გემრიელი სახლური ცივი ჩაი.
ატმის ცივი ჩაი
ინგრედიენტები:
შაქრის სიროფი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 დიდი ატამი
ასევე
- 1.5 ლ მდუღარე წყალი
- 3 ჩაის პაკეტი
მომზადება:
- სიროფის მოსამზადებლად, ატამი თხლად დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ შაქარი და წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ამოურიეთ, წამოადუღეთ და ადუღეთ 2-3 წთ.
- ატმები ოდნავ ჩაჭყლიტეთ, გააგრილეთ სიროფი დაახლოებით 30 წუთი.შემდეგ საწურზე გადაწურეთ.
- მდუღარე წყალში მოათავსეთ ჩაის პაკეტები, მოურიეთ და გააჩერეთ 5 წთ. შემდეგ ჩაის პაკეტები ამოიღეთ. ჩაი გააციეთ.
- გაციებულ ჩაის დაუმატეთ გაციებული ატმის სიროფი, მოურიეთ და კვლავ შედგით მაცივარში რამდენიმე საათით გასაციებლად.გემრიელად მიირთვით!
