დღეს სამარხვო/ვეგანური ორცხობილების კიდევ ერთ რეცეპტს გთავაზობთ. ძალიან მარტივია და სწრაფად მოსამზადებელი. რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება და საბოლოოდ ძალიან გემრიელ და არომატულ ორცხობილებს მიიღებთ :)

სამარხვო/ვეგანური ორცხობილები

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა თეთრი ბლის მურაბის წვენი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 100 მარგარინი დარბილებული
  • 3 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 3 ჭიქა ფქვილი

მომზადება: 

  • მურაბის წვენი და შაქარი ავურიოთ და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, ვურიოთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას.
  • როცა აქაფდება გადმოვდგათ. ჯამში ცალკე გავთქვიფოთ მარგარინი და დავამატოთ მურაბიანი მასა. კარგად ავთქვიფოთ, როცა ერთგვაროვან მასას მივიღებთ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. ხელს არ უნდა ეკრობოდეს.
  • ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსამდე. საცხობ ფორმას მოვაყაროთ ფქვილი და დავალაგოთ სასურველი ფორმის ორცხობილები. ცხვება მალე, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ არ დაგეწვათ :)
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: biscuits, dessert, vegan
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.