ეს ხვეულები ყოველთვის ბავშვობას მახსენებს. ჩემი მამიდაშვილების ბებია ამზადებდა და ძალიან მიყვარდა.

ნიგვზიანი ხვეულები
ინგრედიენტები:
- 300 გ შაქარი
- 250 გ კარაქი
- 500 მლ მაწონი ან იოგურტი
- 4 კვერცხი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- ფქვილი რბილი ცომი რომ მივიღოთ
შიგთავსი
- 150 გ ნიგოზი დაფქული
- 150 გ შაქარი
მომზადება:
- ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, მაწონი და მასში გახსნილი სოდა. ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი, ვანილი. უნდა მივიღოთ საშუალო სიმაგრის ცომი. შემდეგ ცომს გადავაფაროთ ჩაის ტილო და 15-30 წუთი დავასვენოთ
- ცალკე თასში დაფქული ნიგოზი და შაქარი შევურიოთ.
- ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად და ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ. გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ გულსართი. რულეტივით გადავახვიოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- ხვეულები გადავიტანოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაზე და მოვათავსოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 20 წუთი.გემრიელად მიირთვით!