ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, მაწონი და მასში გახსნილი სოდა. ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი, ვანილი. უნდა მივიღოთ საშუალო სიმაგრის ცომი. შემდეგ ცომს გადავაფაროთ ჩაის ტილო და 15-30 წუთი დავასვენოთ
ცალკე თასში დაფქული ნიგოზი და შაქარი შევურიოთ.
ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად და ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ. გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ გულსართი. რულეტივით გადავახვიოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.