დღეს მინდა გაგიზიაროთ საკმაოდ ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძის – ბურიტოს სამარხვო/ვეგანური ვარიანტი.

სამარხვო/ვეგანური ბურიტო (ვერსია N2)

მომზადების სრული დრო 1 საათი 20 წუთი
Servings 6

ინგრედიენტები:

გუაკამოლე

  • 2 ripe მწიფე ავოკადო
  • 3-4 ცალი პომიდორი ჩერი
  • 1/3 წითელი ხახვი
  • 1/3 მწვანე წიწაკა
  • 1 ს.კ. ლაიმის წვენი
  • 3-4 ღერი ქინძი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • გემოვნებით შავი პილპილი

ტორტია

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

ბურიტო

  • 3 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი (უკვე მოხარშული)
  • 6 ტორტია
  • 1 ჭიქა სალსა
  • 1 ჭიქა გუაკამოლე
  • 150 სალათის ფურცლები
  • 400 მოხარშული ლობიო
  • 400 სიმინდის მარცვლები
  • 1/2 კონა ქინძი
  • 2 ღერი მწვანე ხახვი
  • 2 ჩ.კ. ლაიმის წვენი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • გუაკამოლე: ავოკადო გაჭერით, კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი და გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლაიმის წვენი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. ხახვი, წიწაკა და ქინძი წვრილად, პამიდორი (მხოლოდ რბილობი, თესლის გარეშე) კი პატარა კუბიკებად დაჭერით. დაუმატეთ ავოკადოს, მოაყარეთ პილპილი და აურიეთ. გუაკამოლე მზადაა.
  • ტორტია: ფქვილი მოათავსეთ მოზრდილ თასში, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებლი, აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და თბილი წყალი. მოზილეთ ცომი. გაყავით 8 თანაბარ ნაწილად, თითოეულ ნაწილს მიეცით გუნდის ფორმა. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ 15 წუთი. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 2-3 მმ-ის სისქეზე. გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე ორივე მზრიდან, თითოეულ მხარეს დასჭირდება 30-60 წამი.
  • ლობიო და სიმინდის მარცვლები მოათავსეთ თასში, დაუმატეთ სანელებლები, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი, მოასხით ლაიმის წვენი და კარგად ამოურიეთ.
  • ტორტია მოვათავსოთ თეფშზე. ტორტიას ცენტრში მოვათავსოთ ბრინჯი, დაუმატეთ ლობიოსა და სიმინდის ნარევი, შემდეგ სალსა, სალათის ფურცლები და გუაკამოლე.
  • გადაუკეცეთ გვერდები და შეახვიეთ ვიდეოში ნაჩვენები ტექნიკის მიხედვით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სამარხვო / ვეგანური
სამზარეულო: მექსიკური
თეგები: ბურიტო
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.