ტრიუფელები ფრანგული დესერტია. მისი მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. მის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს შოკოლადი ან კაკაოს ფხვნილი. მომზადებულ ტრიუფელებს სასურველ მასაში ავლებენ:კაკაო, წვრილდ დაჭრილი თხილი, ქოქოსის ფანტელი და სხვა.. ხშირად გამდნარ შოკოლადში ავლებენ და აშრობენ. სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია, არ სჭირდება დიდი კუინარიული ნიჭი. ბლოგზე ტრიუფელების მომზადების მეორე რეცეპტის ნახვაც შეგიძლიათ.

ტრიუფელები

ინგრედიენტები:

  • 400 სამარხვო კარაქი
  • 160 შაქარი
  • 500 შვრია (წვრილი)
  • 25 კაკაო
  • 100 ქოქოსის ფანტელები

მომზადება: 

  • კარაქი და შაქარი ხელით კარგად ასრისეთ, ნელ-ნელა დაამატეთ შვრიის ფანტელი და შეურიეთ ერთმანეთს. უნდა მიიღოთ ისეთი მასა რომლის დამრგვალებაც ადვილია. ხელზე უნდა ეკვრებოდეს. შემდეგ დაუმატეთ კაკაო და აურიეთ. შედგით მაცივარში, საყინულესთან ახლოს და არა საყინულეში, გააჩერეთ 1 საათით.
  • შემდეგ გამოიღეთ და სასურველი ზომის ბურთულები გააკეთეთ. ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, კაკაოში ან საკონდიტრო ფერად შაქრებში. შემდეგ ისევ შედგით მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Dessert, no-bake, vegan
თეგები: dessert, nobake, truffles, vegantruffles
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.