ისეთი სენდვიჩების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ ნებისმიერი წვეულების ჰიტი რომ გახდება. ჩემი დაბადების დღისთვის მოვამზადე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონა. ნამდვილად უგემრიელესია და თან ისეთი მარტივი გასაკეთებელია, რომ გირჩევთ განსაკუთრებული დღეებისთვის მაინც მოამზადოთ.

შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები

ულუფა 49

ინგრედიენტები:

  • 300-350 შებოლილი ორაგული
  • 3 ტორტია/სომხური ლავაში (or more)
  • 250 კრემ ყველი ოთახის ტემპერატურის
  • 1/2 ჭიქა არაჟანი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/3 კონა კამა
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 20 კარაქი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება: 

  • ლავაშისაგან გამოჭერით სამი თანაბარი ზომის ოთხკუთხედი, ზომებით 23 x 23 სმ-ზე.
  • კრემ-ყველი, არაჟანი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, ლიმონის ცედრა და გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი ერთად მოათავსეთ ჯამში და შეურიეთ ერთმანეთს, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  • ლავაშის პირველ ფენას წაუსვით კრემ-ყველის მასის ნახევარი, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ თხლად დაჭრილი ორაგულის ფილეს ნახევარი, მეორე ფენა ლავაშს წაუსვით კარაქის ნახევარი, თხლად და ამ გვერდიდან დაადეთ წინა ფენას, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ დარჩენილი კრემ-ყველის მასა და ორაგულის ნაჭრები. მესამე ფენა ლავაშს წაუსვით კაქარის მეორე ნახევარი და დაადეთ წინა ორ ფენას. დაადეთ რაიმე სიმძიმე, რათა ფენები კარგად დაიპრესოს.
  • მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით, მეორე დღეს კი დაჭერით სასურველ ზომებად.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: აპეტაიზერი
თეგები: creamcheese, salmon, smokedsalmon
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.