ლავაშისაგან გამოჭერით სამი თანაბარი ზომის ოთხკუთხედი, ზომებით 23 x 23 სმ-ზე.
კრემ-ყველი, არაჟანი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, ლიმონის ცედრა და გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი ერთად მოათავსეთ ჯამში და შეურიეთ ერთმანეთს, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ლავაშის პირველ ფენას წაუსვით კრემ-ყველის მასის ნახევარი, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ თხლად დაჭრილი ორაგულის ფილეს ნახევარი, მეორე ფენა ლავაშს წაუსვით კარაქის ნახევარი, თხლად და ამ გვერდიდან დაადეთ წინა ფენას, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ დარჩენილი კრემ-ყველის მასა და ორაგულის ნაჭრები. მესამე ფენა ლავაშს წაუსვით კაქარის მეორე ნახევარი და დაადეთ წინა ორ ფენას. დაადეთ რაიმე სიმძიმე, რათა ფენები კარგად დაიპრესოს.
მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით, მეორე დღეს კი დაჭერით სასურველ ზომებად.გემრიელად მიირთვით!