პასტა აზიური არომატებით.

პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით

მომზადების სრული დრო 1 საათი
ულუფა 5

ინგრედიენტები:

  • 300 პასტა
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 150 ბრიუსელის კომბოსტო
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ჩ.კ. ქინძი
  • 3 ს.კ. სეზამის მარცვლები
  • გემოვნებით წითელი წიწაკა
  • 1/2 ჭიქა წყალი

მომზადება: 

  • პასტა ადუღებულ, მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და გადადეთ ცალკე.
  • ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო და ბულგარული კი წვრილ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით, ბრიუსელის კომბოსტოს მოაჭერით მაგარი ნაწილი და გაჭერით სიგრძეზე.
  • ღრმა ტაფა გააცხელეთ და დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ, რამდენიმე წუთში დაუმატეთ სტაფილო და ბრიუსელის კომბოსტო. კარგად აურიეთ, გააგრძელეთ შუშვა 3-4 წთ, შემდეგ დაუმატეთ წყალი, დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ მომზადება, როცა წყალი ამოშრება, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, კვლავ კარგად აურიეთ.
  • 2-3 წუთში დაუმატეთ სოიოს სოუსი, მოხარშული პასტა, ქინძის სუნელი, წიწაკა და სეზამის მარცვლები. კარგად აურიეთ და კერძი მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.